Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:


რექტორის ბრძანება N:154/01-01 , 2025-2026 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ.

 

დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: uni-can.tsu.ge (მისამართი გააქტიურდება 22 აგვისტოს 10:00 საათიდან, რეგისტრაცია დასრლდება 29 აგვისტოს 17:00 საათზე).

 

ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.


ჩარიცხვის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატმა 17-18 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები რაც ატვირთა ელექტრონულად (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოს ფაკულტეტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან არ მოხდება ხელშეკრულების დადება (ხელშეკრულების გაფორმების ადგილზე და დროზე დამატებითი ინფორმაცია დაიდება საბოლოო შედეგების გამოქვეყნების
შემდეგ).

 

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ნიმუშები:
სამართალი:


სამართლის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც  ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების (იხ. სსგ-ის გზამკვლევი), B2 დონის უცხოური (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ენისა და სპეციალობის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.

 

მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ:

 

  •  გამოცდა სპეციალობაში- ხანგრძლივობა  4 საათი.
  •  გამოცდა უცხო ენაში B2 (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) - ხანგრძლივობა 3 საათი.   

 

  • გამოცდის ნიმუში უცხო ენაში იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/w7pky
  •  კერძო სამართალი, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მოსამზადებელი საკითხები
  •  სისხლის სამართალი, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მოსამზადებელი საკითხები. საგამოცდო საკითხების შეფასების ფორმა და საგამოცდო პროცესისთვის დადგენილი წესები 
  •  საჯარო სამართალი, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მოსამზადებელი საკითხები

 

გაითვალისწინეთ:

 

  •  კერძო სამართლის მიმართულებით სპეციალობის გამოცდაში მოცემული იქნება 2 თეორიული საკითხი მატერიალური სამართლიდან (თითოეული საკითხი ფასდება 30 ქულით) და 1 კაზუსი სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან (ფასდება 40 ქულით).

 

შენიშვნა: მხოლოდ კაზუსის ამოხსნის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

  •  საჯარო სამართლის მიმართულებით სპეციალობის გამოცდაში მოცემული იქნება  1 კაზუსი კონსტიტუციური სამართლიდან (ფასდება 50 ქულით) და 1 კაზუსი ადმინისტრაციული სამართლიდან (ფასდება 50 ქულით).


შენიშვნა: კაზუსის ამოხსნისას შესაძლებელია გამოიყენოთ საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

მიგრაციის მართვა: 


მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს ბაკალავრის ხარისხის მქონე პირი სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის (იხ. სსგ-ის გზამკვლევი), ჩაბარების შემდეგ, რომელმაც აგრეთვე უნდა ჩააბაროს ინგლისური ენა B2 დონეზე, ან წარმოადგინოს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ჩააბაროს გამოცდა სპეციალობაში

 

  • გამოცდა სპეციალობაში- ხანგრძლივობა 4 საათი.
  • გამოცდა ინგლისურ ენაში B2 - ხანგრძლივობა 3 საათი.

 

  •  გამოცდის ნიმუში უცხო ენაში იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/w7pky
  •  გამოცდა სპეციალობაში - წერითი გამოცდა, ესსე მიგრაციის აქტუალურ საკითხებზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:


სამართალი; საერთაშორისო სამართალი: ანი ჟღენტი, ელ.ფოსტა: ani.zhgenti@tsu.ge
მობილური: 557503508


მიგრაციის მართვა: გენრიეტა ჯოხაძე, ელ.ფოსტა:genrieta.jokhadze@tsu.ge
მობილური: 577211335


საჯარო მმართველობა (ინგლისურენოვანი): თამარ ბერიშვილი, ელ.ფოსტა:
tamar.berishvili@tsu.ge მობილური: 577713000
https://www.facebook.com/PublicAdministrationTSUSpeyer?mibextid=ZbWKwL&_rdr


ევროპისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი) : მართა კვარაცხელია, ელ-ფოსტა:
ies.assistant2@tsu.ge მობილური: 579243634

თარიღი: 04/08/2025